მთავარ შიგთავსზე გადასვლა
Orbita
შესვლაკომპანიის შექმნა
კომპანიებისთვის

ონლაინ შეხვედრები გუნდებისთვის, ერთ სამუშაო სივრცეში

გამართეთ ვიდეოკონფერენციები ბრაუზერში. ეკრანის გაზიარება, ჩათი, ფაილები და ჩანაწერები — თქვენი ორგანიზაციის სამუშაო სივრცეში.

უფასო გეგმა უვადოდ. ფასიან გამოწერებზე — 14-დღიანი trial ახალი გამომწერებისთვის, ბარათით.

  • დაყენება არ სჭირდება
  • დაშიფრული კავშირი
  • ინტერფეისი 5 ენაზე
  • უფასო გეგმას ბარათი არ სჭირდება

ილუსტრაცია: კომპანიის ოთახი ოთხი მონაწილით, ეკრანის გაზიარებით და ჩაწერით.

შესაძლებლობები

რას იღებთ

ყველაფერი, რაც კომპანიის შეხვედრებს სჭირდება — ერთ სივრცეში, თქვენი ორგანიზაციის შიგნით.

  • იზოლირებული სამუშაო სივრცე

    ოთახები, ჩათი და ფაილები ეკუთვნის კომპანიას. სხვა ორგანიზაცია მათ ვერ ხედავს.

  • ვიდეო, ეკრანი და ჩათი

    HD ვიდეო, ეკრანის გაზიარება, ფაილები და ხმოვანი შეტყობინებები ერთ ოთახში.

  • ქოლის ჩაწერა

    ჩანაწერი ინახება კომპანიის საცავში და ხელმისაწვდომია ოთახის ისტორიიდან.

  • ადმინისტრაციული ისტორია

    უფლებამოსილი ადმინისტრატორი ხედავს ოთახის ჩათს, ფაილებსა და დასწრებას.

  • როლები და უფლებები

    owner, admin და member — თითოეულს ზუსტად განსაზღვრული უფლებები აქვს.

  • რესურსების აღრიცხვა

    ადგილები, ოთახები და საცავი ჩანს პანელში, ლიმიტებთან ერთად.

  • AI ჩატბოტი დეშბორდში

    ორგანიზაციის დეშბორდში მოძებნეთ ოთახები და დაგეგმეთ შეხვედრები AI ასისტენტთან — თქვენი უფლებების ფარგლებში.

  • AI Workspace ზარში

    ზარის დროს ხმით ან ტექსტით სთხოვეთ: დოკუმენტი, რედაქტირებადი დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკი ან სატესტო კოდის დემო — ყველა ხედავს, ვერსიებით და ეკრანზე ჩვენებით. ფასიან გეგმებზე.

დაწყება

როგორ იწყება

რეგისტრაციიდან პირველ ოთახამდე — რამდენიმე წუთი.

  1. ნაბიჯი 1

    ანგარიშის შექმნა

    დაარეგისტრირეთ პასუხისმგებელი პირის ანგარიში და დაადასტურეთ ელფოსტა.

  2. ნაბიჯი 2

    კომპანიის შექმნა

    მიუთითეთ კომპანიის სახელი და აირჩიეთ მისამართი.

  3. ნაბიჯი 3

    გეგმის გააქტიურება

    აირჩიეთ გეგმა და გაააქტიურეთ უფასოდ.

  4. ნაბიჯი 4

    თანამშრომლების მოწვევა

    გაგზავნეთ მოწვევები და გახსენით პირველი ოთახი.

უფასო და ფასიანი გეგმები

გეგმები

გეგმები იტვირთება

ადგილი ≠ ერთ ქოლში მონაწილე

ადგილი — კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც ორგანიზაციაში წვდომა აქვს.

მონაწილე — ადამიანი, რომელიც ერთ ქოლში ერთდროულად იმყოფება.

კითხვები

ხშირი კითხვები

მოკლე პასუხები იმაზე, რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.

ნამდვილად უფასოა?

უფასო გეგმა უვადოა, მინიმალური ლიმიტებით. ახალ გამომწერებს ფასიან გეგმაზე აქვთ 14-დღიანი trial: გამოწერის საფასური დღეს 0-ია, შემდეგ თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება, თუ მანამდე არ გააუქმებთ. ბარათის შემოწმების დროებითი თანხა უკან ბრუნდება.

რამდენი მონაწილე შეიძლება ერთ ქოლში?

გეგმაზეა დამოკიდებული: Starter-ზე 10, Team-ზე 50, Business-ზე 100. კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა და ერთ ქოლში მონაწილეების რაოდენობა სხვადასხვა ლიმიტია.

ვინ ხედავს ჩათსა და ჩანაწერებს?

ოთახის მონაწილეები, ხოლო ადმინისტრაციული ისტორია — მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე owner/admin-ი. ყოველი ასეთი წვდომა ჟურნალში ფიქსირდება.

რა ხდება მონაცემებთან გეგმის შეცვლისას?

მონაცემები რჩება. ლიმიტზე გადაჭარბებისას იბლოკება მხოლოდ ახალი ზრდა — წაკითხვა და წაშლა ხელმისაწვდომია.

მზად ხართ დასაწყებად?

შექმენით კომპანია და გაააქტიურეთ გეგმა უფასოდ.

უფასო გეგმა უვადოდ. ფასიან გამოწერებზე — 14-დღიანი trial ახალი გამომწერებისთვის, ბარათით.